აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება.

კომენტარის გაკეთების თხოვნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რადიო "თავისუფლებამ" მიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "აშშ გულდასმით ადევნებს თვალყურს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებსა და მათი საქმეების გამოძიებას".

"აშშ-მა საქართველოს მთავრობას მკაფიოდ უთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი გამოძიებებისა და სასამართლოს წესით დევნის განხორციელება პროცედურის სრული დაცვით და რომ დაუშვებელია პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე", - განუცხადა რადიო "თავისუფლებას" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.