დავით უსუფაშვილი: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეების გამოძიება ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება

დავით უსუფაშვილი: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეების გამოძიება ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება

,,დარწმუნებული ვარ, ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეების გამოძიება", - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების კომენტირებისას.

,,ამ კონკრეტულ საკითხებში გამოძიების რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოება განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ სამართალდამცავ ორგანოებს თავად სურდათ, რომ დარწმუნებულიყვნენ იყო თუ არა საკმარისი, კონკრეტული საფუძველი, მტკიცებულება ამა თუ იმ პირის პასუხისგებაში მიცემისათვის. ახლა ჯერი სასამართლოზეა და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება ამ კონკრეტული საქმეების გარჩევა და სასამართლო იტყვის თავის სიტყვას",- განაცხადა უსუფაშვილმა.