კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე კონფერენცია გახსნა

კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე კონფერენცია გახსნა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე კონფერენცია გახსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, თემაზე: ,,ხელისუფლების გადანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა და ნდობის ფაქტორი საჯარო დაწესებულებების მიმართ".

უზენაესი სასამართლოს ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ: გერმანიის, უკრაინის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, იაპონიის, უზბეკეთისა და საქართველოს მოსამართლეები. კონფერენციაზე განხილული იქნება საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკული სამართლებრივი საკითხები და ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენცია გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAADE) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება და 2013 წლის 24 მაისს დასრულდება.