ადვოკატები არ ელოდებიან, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი დაუმძიმდებათ

ადვოკატები არ ელოდებიან, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი დაუმძიმდებათ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილსა და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს ქუთაისის სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებას დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში შეუფარდებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჭიაბერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა. 

მისი თქმით, დაცვის მხარე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას მოითხოვს სასამართლო პროცესზე. ამასთან, ადვოკატები არ ელოდებიან, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი დაუმძიმდეთ.

პროკურატურა მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

ჭიაბერაშვილს კი, ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.

ამასთან, ყოფილი და მოქმედი დიპლომატები ზურაბ ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან. არ არის გამორიცხული, რომ მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენოს.