თაკო ოსიაშვილი, "ბანკები და ფინანსები"
ის, რაც "მაესტროს" "ანატომიამ" გააკეთა, ჟურნალისტური ოსტატობით გამორჩეული კოლაჟია. თუმცა, 6 წელია, ამ და სხვა ფაქტებზე წერს გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ბენდუქიძესთან დაკავშირებით და არ იქნებოდა ურიგო "ანატომიას" ეს პუბლიკაციები თავის ჟურნალისტურ ინტერპრეტაციებში მოეხსენიებინა.
კახა ბენდუქიძე ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთის საქმიანი წრეების თვალსაჩინო და ერთობ კოლორიტულ ფიგურას. მან 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, პარტნიორებთან ერთად, `ურალმაშის~ ბაზაზე შექმნა წარმატებული ბიზნესი. სხვადასხვა დროს ინტერესები ჰქონდა ნავთობის სფეროში. ერთი პერიოდი ფლობდა `ატომსტროი ექსპორტის~ საკონტროლო პაკეტს, რომელიც ირანში და არა მარტო იქ აშენებდა ატომურ ელექტროსადგურს და ატომურ წყალქვეშა ნავებს. `ენ ტე ვეს~ განადგურების შემდეგ მცირე ხანს `ტვ ექვსის~ პარტნიორთა შორისაც იყო.
რამდენიმე დეტალი ბენდუქიძის ცხოვრებიდან.
პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ლიბერალური იდეოლოგიის ფუძემდებელი კახა ბენდუქიძე, სააკაშვილის შეფასებით, ჯაშუშების მეთაურს და ოკუპანტი რუსეთის ყოფილ და ფაქტობრივ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხელს ართმევს. ირკვევა, რომ ბენდუქიძე 1999 წელს პუტინის წინასაარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა და ელცინთანაც ერთად მის ხელისუფლებაში მოსვლასაც ლობირებდა.
სწორედ დასავლური ბიუროკრატია გახდა ბენდუქიძისთვის ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის და დასავლეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტის - მილსადენის გაყიდვაში. გაზსადენის მყიდველთა შორის უპირველესი `გაზპრომი~ იყო. იბადება აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა, - ხომ არ აისახა რუსეთის მოქალაქის, ფიზიკური პირის კახა ბენდუქიძისთვის აქციების 25%-ში გადახდილ ფასზე პრეფერენციები, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრი, ბატონი ბენდუქიძე სთავაზობდა `გაზპრომის~ სტრუქტურებს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის სახით. რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს ადმინისტრაციის კატეგორიული ჩარევით იქნა თავიდან აცილებული.
საქმე იმაშია რომ ~ოემზე” ფლობდა და დღემდე ფლობს ჩეხურ აქტივებს `შკოდასტილს~ და სხვებს, რომელთაც `გაზპრომის~, როგორც აღიარებული მონოპოლისტის სტრუქტურებზე პირდაპირ მიყიდვას ევროკომისიის შესაბამისი სამსახურების წინააღმდეგობა ხვდებოდა. `გაზპრომმა~ ევროკომისიის რისხვა აირიდა, ხოლო ბენდუქიძემ ქართული საზოგადოების. ასევე უკიდურესად საინტერესოა, როგორ პოზიციონირებდა ბატონი ბენდუქიძე რუსეთში კუთვნილ აქტივებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. იგი საჯარო გამოსვლებში საკმაოდ მკაფიოდ უსვამდა ხაზს იმ გარემოებას რომ აღარ ეწეოდა ბიზნესს რუსეთში, ვინაიდან გასული იყო კომპანიების მართვიდან. აქტივების ანუ წილების ფლობა ბატონი ბენდუქიძის ტერმინოლოგიაში ბიზნესის წარმოებას, როგორც ჩანს, არ ნიშნავს.
`ვარდების რევოლუციიდან~ ერთ დღეში ბუშის ადმინისტრაცია 2003 წლის 24 ნოემბერს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკული პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი პერსონის ზეინო ბარანის მეშვეობით აცხადებდა, რომ საქართველო რეგიონში მილსადენის მთავარი გასაღებია. მალევე, როცა ამერიკულმა მხარემ იგრძნო მილსადენის გასხვისების საშიშროება და რიტორიკა შეცვალა. ბარანმა განაცხადა, რომ `გაზპრომი~ პირდაპირ კრემლის კონტროლის ქვეშაა და მისთვის ენერგეტიკული რესურსების მიყიდვა, ანუ პოლიტიკური გაწყვეტილება იქნება. ბენუქიძეს იმდენად აღიზიანებდა წინააღმდეგობა, რომელიც მას ამერიკელების მხრიდან ხვდებოდა, რომ ის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ლობისტის მეთიუ ბრაიზას მეუღლის, ზეინო ბარანის პირდაპირ ლანძღვასაც არ ერიდებოდა. `რა სათვალავში ჩასაგებია უვარგისი ექსპერტი, რომელიც საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს. ზეინო ბარანისნაირები, ანუ ცუდი ექსპერტი, ამერიკაში გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში. ამერიკაში 200 მლნ კაცი ცხოვრობს, საქართველოში კი 4 მლნ, ამდენჯერ მეტი უჭკუო ანალიტიკოსი ცხოვრობს აშშ-ში~, - ამბობდა ბარანის მისამართით კახა ბენდუქიძე. იმ ეტაპზე სააკაშვილს, როგორც ჩანს, ამერიკელებმა მილსადენის გაყიდვა გადააფიქრებინეს, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ გაირკვა, რომ გამორიცხული არ არის პრეზიდენტმა მილსადენი ვაჭრობის საგნად 2013 წლის არჩევნებისთვის კიდევ ერთხელ აქციოს.
ბენდუქიძის და რუსული სპეცსამსახურების კავშირზე ბევრი საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის დაახლოებით ასეთი სქემით, - `ევორდი~ - `კაპიტალვასტოკი~ - `სითი ქეფთალ მენეჯმენტი~ - `ისთქეფითალი~. გავდივართ საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელსა და უშიშროების საბჭოს წევრზე ვადიმ ბაკატინზე, რომელსაც რუსულ წყაროებში სუკის ნოვატორულ ძალად მოიხსენიებენ. ბენდუქიძის და ბაკატინის გზები ჯერ კიდევ 1993 წლიდან რამდენჯერმე იკვეთება. 1993 წელს ფონდი `პოლიტიკის~ ეგიდით, შეიქმნა `კლუბი-93~, რომლის პოლიტიკასაც ბენდუქიძე ბაკატინთან ერთად ხელმძღვანელობდა. 1994 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგკომიტეტში ბაკატინი ბენდუქიძის ბიზნესპარტნიორთან ივანე ქიველიდისთან ერთად მოღვაწეობდა, რომელიც დასახელებულ ორგანოში სწორედ ბენდუქიძის ინტერესების გამტარებელი იყო. ეს ის ქიველიდია, რომლის მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლაც უამრავი შეკითხვა ისმის. გარდა ამისა, კახა ბენდუქიძეს `ურალმაშის~ დირექტორთა საბჭოში ვადიმ ბაკატინის შვილი დიმიტრი ბაკატინიც კი ყავდა შეყვანილი. ბიოგრაფიაში დიმიტრი ბაკატინთან მითითებულია, რომ ის ჩვენთვის საინტერესო სუკის ხელმძღვანელის შვილია, ანუ ცდომილება გამორიცხულია.
რუსული დაზვერვის კიდევ ერთი დამსახურებული ჯაშუშის, ვიტალი შლიკოვის და ბენდუქიძის გზების თანხვედრაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, თანხვედრაზე რომელიც დოკუმენტურად დასტურდება. შლიკოვი 2001 წლიდან 2003 წლის ნოემბრამდე ~ოემზეს” გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო, 2003 წლიდან 2004 წლამდე ~ატომსტროი ექსპორტის” გენერალური დირექტორის მრჩეველი, ერთი შეხედვით ყოფილი ჯაშუშის ეს თანამდებობები არაფრისმთქმელი იქნებოდა, რომ არა ერთი ერთი დეტალი, დასახელებულ საწარმოში გენერალური დირექტორი კახა ბენდუქიძე გახლდათ.
2000 წლის 26 ივლისს კახა ბენდუქიძე, მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ინიშნება სააქციო საზოგადოება `ურალმაშის~ გენერალურ დირექტორად, ამ თანამდებობაზე ბენდუქიძე ინიშნება ორიოდ კვირით ადრე, ვიდრე 16 ივლისს საეჭვო ვითარებაში ოლეგ ბელავენკოს მოკლავდნენ. მკვლელობები ბენდუქიძის ბიზნეს-ბიოგრაფიას თანსდევს. ჯერ კიდევ 1993 წელს `კომერსანტი~ წერდა, რომ ბენდუქიძის ჯგუფი ”მაჯესი” ნახსენები იყო იმავე წლის მარტში ჩეჩენი მაღალჩინოსნების რუსლან უციევის და მისი ძმის ნაზარ ბეგ უციევის და გენადი სანკოს მკვლელობებთან. მოკლულებიდან ერთ-ერთი ჯოხარ დუდაევის მრჩეველი, ხოლო მეორე,…ვიცე-პრემიერის იანდარბიევის მოადგილე იყო, საქმე ჩეჩნეთიდან ნავთობპროდუქტების არალეგალურ გატანას უკავშირდებოდა, სადაც რუსული გამოცემის ცნობით, სწორედ, ბენდუქიძის ჯგუფი იყო გარეული.
ენდუქიძის პირველი პირმშო, კომპანია `ბიოპროცესის~ მონაწილეობით დაფუძნებული საბჭოური-ლიბანური ერთობლივი საწარმო `მაჯისი~, რომელიც ჩეჩნური ნავთობპროდუქტების ექსპორტს ეწეოდა დიდ ბრიტანეთსა და ბულგარეთში. ამ ექსპორტთან დაკავშირებულ აფერებს მოყვა სერიოზული სისხლიანი გარჩევები, მათ შორის, მაშინდელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის უახლოეს გარემოცვაში.
~ურალმაშში” დანიშვნიდან მალევე კახა ბენდუქიძე 2000 წლის ოქტომბერში ხდება ქართველების წინააღმდეგ განწყობილი არკადი ვოლსკის მეწარმეთა და მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ რუსულ გენერალიტეტთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა. ბენდუქიძე ამავდროულად ჩნდება გაერთიანებული მანქანათმშენებლი ქარხნების, იგივე ~ოემზეს” მეპატრონედ, რომლის შემადგენლობაშიც სამხედრო პროფილის საწარმოები, მათ შორის სატანკო და სტრატეგიული რაკეტების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნებიც შედის. სწორედ ამ პერიოდში გახდა მისი მრჩეველი `გრუს~ - რუსული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანი ვიტალი შლიკოვი. ფაქტია, რომ ბენდუქიძე იარაღის და სამხედრო ტექნიკის დამამზადებელ საწარმოებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების თანხმობის გარეშე ვერ შეიძენდა.
შლიკოვის ბიოგრაფიიდან ირკვევა რომ ის თავის დროზე ამერიკის წინააღმდეგ ეკონომიკური ხასიათის ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა, დისერტაციაც შლიკოვს სამხედრო ეკონომიკაზე აქვს დაცული.
ფიქრია ჩიხრაძე `ახალი მემარჯვენეებიდან~ ამბობს, `მის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მოღვაწეობას რუსეთში სულ გასდევდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც რუსულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული ანტიქართული განწყობითა და აგრესიით გამოირჩეოდნენ. იყო ვინმე შლიკოვი, რომელიც კახა ბენდუქიძის ცხოვრების გზას რაღაცნაირად პოლიტიკურ გზასაც და ბიზნესცხოვრების გზასაც გასდევდა. ჩვენ მოვიძიეთ მასზე გარკვეული ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ის მუშაობდა ეკონომიკურ დაზვერვაში აშშ-ს წინააღმდეგ, შემდეგ იყო გარკვეულ ორგანიზაციებში, თანადამფუძნებელი ბენდუქიძესთან ერთად, შემდეგ იყო მისი მრჩეველი, როდესაც `ურალმაშში~ დაინიშნა კახა ბენდუქიძე, შემდგომ ის იყო `ატომსტროიში~, იქაც ბენდუქიძის მრჩეველი იყო~.
კახა ბენდუქიძემ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ კონსტანტინე ზატულინთან პარტნიორული ურთიერთობა ჯერ კიჰდევ აფხაზეთის ომის დროს დაამყარა მაშინ, როდესაც ზატულინი აფხაზებისთვის იარაღის, ტექნიკის და ფულადი სახსრების მობილიზებით იყო დაკავებული. აქვე ირკვევა, რომ ამ რესურსის მობილიზება ბენდუქიძის კუთვნილი ორგანიზაციებიდანაც ხორციელდებოდა.
1992 წელს ბენდუქიძე ერთიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში `მრეწველთა პოლიტიკური ინიციატივა-1992~, ზატულინი ამ გაერთიანების თავჯდომარეც იყო, გარდა ამისა, ბენდუქიძე ზატულინთან ერთად კიდევ ერთ ორგანიზაციაში `საგარეო და თავდაცივითი პოლიტიკის” საბჭოში მოღვაწეობს, სადაც წევრად გვხვდებიან ნიკოლიაი ბორდუჟა - რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალი, სერგეი კარაგანოვი - ანალიტიკოსი, გროგორი კარასინი -რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კონსტანტინე კოსაჩოვი - დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სერგეი მარკოვი-პოლიტოლოგი, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, გლებ პავლოვსკი - პუტინის ერთ-ერთი მთავარი პოლიტტექნილოგი და ევგენი პრიმაკოვი.
ბენდუქიძე დღესაცაა ამ საბჭოს წევრი და მაშინაც იყო, როცა საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა.
უკვე 1995 წელს კახა ბენდუქიძე მორიგი ანტიქართული გაერთიანების, `არჩევანის უფლების~ წევრი ხდება, რომელსაც, ანდრენიკ მიგრანიანი ხელმძღვანელობს.
რუსეთის ხელისუფლებასთან და სპეცსამსახურებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფონზე ბენდუქიძის იმპერიას ნელ-ნელა საძირკველი ერყევა, რასაც ის 2003 წელს ~ატომსტრიო ექსპორტის” მიერთებით ამაგრებს და მისი გენერალური დირექტორის პოსტსაც თავად ითვისებს. იწყება დიდი მშენებლობის ეპოქა. `ატომსტროი~ მათ შორის ირანშიც სკანდალურად ცნობილი ატომური ელექტოსადგურის `ბუშერის~ მშენებლობასაც იწყებს და, რაც მთავარია, `გრუს~ მაღალჩინოსანი შლიკოვი უკვე აქ ინიშნება ბენდუქიძის მრჩევლად.
ექსპერტი ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, `საქმე ეხება 2003-2004 წლებს, როცა რუსული სახელმწიფო ინდუსტრიის ისეთ, პრაქტიკულად, საკრარულ სფეროებში, როგორიც არის ატომური ენერგეტიკა, ბატონი ბენდუქიძე იყო ერთადერთი კერძო მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც აღიჭურვა ექსკლუზიური უფლებით, ეწარმოებინა საკუთრივ ბირთვული რეაქტორებიდან. ვგულისხმობ `ატომენერგოექსპორტის~ ჩამკეტი პაკეტის ფლობას და მისი შვილობილი კომპანიის `ატომსტროიექსპორტის~ საკონტროლო პაკეტის ფლობას. სხვათაშორის ბენდუქიძის კომპანია წარმატებით ეწეოდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას ირანში (ბუშერის ატომური ელექტროსადგურები), აგრეთვე ჩინეთსა და ინდოეთში.
მალე საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ბენდუქიძეც `ატომსტროიში~ ფაქტობრივად 2004 წლამდე რჩება, ამის შემდეგ ის საქართველოში ბრუნდება ხოლო, შლიკოვის კვალი 2007 წლამდე იკარგება, იმ დროისთვის კი რუსეთის თავდაცვის უწყებაში ჩნდება ბიოგრაფიიდან გაუჩინარებული პერიოდის შესახებ მხოლოდ, არაოფიციალურად საუბრობენ, რომ შლიკოვი საქრთველოში ბენდუქიძის ჩრდილოვანი მრჩევლის სტატუსით მოღვაწეობდა.
სუკის კიდევ ერთი თანამშრომლის, ოთარ არშბას საქართველოში გამოჩენას ასევე კახა ბენდუქიძეს უკავშირებენ. არშბას ამჟამად დუმის დეპუტატის პოსტი უკავია. არშბა 70-იან წლებში `კაგებეს~ მეხუთე განყოფილების თანამშრომელი იყო. ოთარ არშბას მეუღლის საკუთრებაა სავაჭრო ცენტრი ბათუმში, რომლის გახნისას ლენტი პირადად სააკაშვილმა გაჭრა. არშბა რუსეთის სათათბიროში უშიშროების კომიტეტის წევრი და უშიშროების პოლკოვნიკია. ფრაქცია `ედინაია რასიას~ წევრი პრესამ საქართველოს მილიარდერთა სიაში მოიხსენია. არშბას სახელი უკავშირდება საქართველოში `ევრაზია ჰოლდინგს~, სწორედ ამ კომპანიამ კახა ბენდუქიძის ლობით შეიძინა 2005 წელს `ჭიათურ-მანგანუმი~ და `ვარციხე ჰესი~. ძმები ბეჟუაშვილები კი მის უკრაინელებზე გასხვისების ლამობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან უფრო მეტი ნდობა ბენდუქიძეს აღმოაჩნდა. ოპოზიცია მაშინ ხელისუფლებას სტრატეგიული ობიექტების რუსულ სპეცსამსახურებისთვის მიყიდვის გამო აკრიტიკებდა. საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მისთვის არ არის ცნობილი არშბას კავშირის შესახებ რუსულ სპეცსამსახურებთან და დასძინა, თავმდები ვერ გავხდები, მაგრამ საკმარისია ის, რომ ობიექტებში ყველაზე დიდი ფასი `ევრაზია ჰოლდინგმა~ შემოგვთავაზა. თავის მხრივ, არშბა ბიზნეს-წილებით უკავშირდება ძმებ შარანგიებს.
ყელაფერი შედარებაში ჩანს. როდესაც ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები დღეს ქილიკობენ ივანიშვილის ფრთხილ ოპტიმიზმზე იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი რუსეთის ლიბერალიზაციის გზას დაადგება და რატომღაც ვერ იხსენებენ ალექსეი ვენედიქტოვისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ბატონი კახა ასევე საუბრობს რუსეთის ეტაპობრივ ლიბერალიზაციაზე სამხედრო კომუნიზმიდან დღემდე.
ალბათ შთამომავლობის შესაფასებელია, ვინ და რა კვალს დაატყობს სამშობლოს ბიზნესის მწვერვალების მპყრობელ ქართველთა შორის. ზოგი დერეგულაციის ცხვრის ტყავშია შენიღბული, სინამდვილეში კი რეპრესიულად მონოპოლიური ბიზნეს-გარემოს შექმნაა მისთვის შესაშური საქმე, ზოგისთვის კი აღდგენილი ძველი ტაძრები და ამით გადარჩენილი ქართული სული.
2181
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85