ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური  მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრეს-სამსახურში ადასტურებენ. რა თემაზე არიან ისინი დაკითხვაზე დაბარებული, ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი გააკეთებს.