„ევროვიზია–2013“–ის კონკურსზე დანიამ გაიმარჯვა

„ევროვიზია–2013“–ის კონკურსზე დანიამ გაიმარჯვა

მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია-2013", რომელიც შვედეთის ქალაქ მალმეში შედგა, დანიამ გაიმარჯვა. პირველ ნომრად მომღერალი ემილი დე ფორესტი ჯერ კიდევ ხმის მიცემის დასრულებამდე გამოაცხადეს.

დანიის წარმომადგენელმა 281 ქულა მოაგროვა. 39 ქვეყნიდან, რომელებიც ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობდნენ, ის 12 ქულით რვა ქვეყანამ შეაფასა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა, ხოლო მესამეზე - უკრაინა.