შს მინისტრი რუსთაველის გამზირზე იმყოფება

შს მინისტრი რუსთაველის გამზირზე იმყოფება

ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაგეგმილი აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. ლგბტ პირების მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსს, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ქვები დაუშინეს, შუშები ჩაულეწეს და გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. 

მათ შეჩერებას და კორდონის გაკეთებას პოლიცია ცდილობს. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გაშვების შესახებ არ დადასტურდა, თუმცა რამდენიმე მედია საშუალება აქტიურად იცდილობს ინფორმაციის ტირაჟირებას