ლინ ტრეისი - ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას

ლინ ტრეისი - ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას

ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ლინ ტრეისიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ტრეისი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" კონფერენციის "რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში" დაესწრო. მან მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის და, განსაკუთრებით, პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ მათ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

"ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ძალზე კარგ გამოწვევაზე ისაუბრა. ეს გახლავთ კონკურენციის საჭიროება. კონკურენციის საჭიროება უკავშირდება კავკასიურ კორიდორს, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ხაზი ერთის მხრივ დასავლეთს და მეორეს მხრივ ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს როგორც ლიდერ ქვყანას. ზუსტად ეს თემა იყო კონფერენციაზე დღეს განხილული. საქართველომ უკანასკნელ წლებში ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც უკავშირდება ბიზნესის კეთების სიმარტივეს, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული მსოფლიო ბანკის ინდექსებში, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ანიჭებს მაღალ შეფასებას. ეს ასახავს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო იჩენდა საბაჟო პროცედურების უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად წარმოების თვალსაზრისითაც", – აღნიშნა ლინ ტრეისმა.

მისივე თქმით, დღეს საქართვლოსთვის ძალზედ სამწუხარო დღეა, ვინაიდან ქართვლი ხალხი და საქართველოს მთავრობა ავღანეთში დაღუპული სამ ქართველი სამხედროს გლოვობს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დაჭრილ ქართველ სამხედროებს გამოჯანმრთელება და საუკეთესო სურვილები უსურვა.