შეხვედრა პატრიარქთან (VIDEO)

შეხვედრა პატრიარქთან (VIDEO)


გუშინ საზოგადოების ყურადღება საპატრიარქოსკენ იყო მიპყრობილი, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-სა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას ხალხი უკვე დიდი ხანია, ელოდა.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ერთ საათს გასტანა. შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი იყო და მოგვიანებით პრესასთანაც გააკეთეს კომენტარი.

შეხვედრის შემდეგ პატრიარქმა განაცხადა:„მოხარულები ვართ, რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მობრძანდა საპატრიარქოში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით საქართველოს მომავალსა და დღევანდელ დღეზე. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება."

 განსაკუთრებით კმაყოფილი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. "რამდენჯერმე შევხვდი მის უწმინდესობას. დღეს იყო საინტერესო შეხვედრა, მისგან ბევრი რჩევა მივიღე, რომელსაც გავითვალისწინებ და დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.