ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მათ არა მარტო საქართველოს , არამედ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის გასწირეს თავი. 

ამის შესახებ უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ქართველი სამხედროების ავღანეთიდან ჩამოსვენებასთან დაკავშირებით გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო.

"ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, რომელთაც თავი გასწირეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ასევე სამძიმარი გამოვუცხადოთ საქართველოს და მის მოსახლეობას, რომელთაც დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს.