სასჯელაღსრულების სამინისტრომ და პროკურატურამ საკნებში გადაღებულ ფარულ ვიდეო-არქივს მიაკვლიეს

სასჯელაღსრულების სამინისტრომ და პროკურატურამ საკნებში გადაღებულ ფარულ ვიდეო-არქივს მიაკვლიეს

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, "ერთი კვირის წინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ და პროკურატურამ საკნებში გადაღებულ ფარულ ვიდეო-არქივს მიაკვლიეს"

ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი არქივი ახალ ხელისუფლებას აბსოლუტურად წაღებული დახვდა, თუმცა გამოძიების შედეგად იმ მცირე ნაწილს მიაკვლიეს, რომელიც გადამალული იყო.

"შიგნით რა არის ნამდვილად არ ვიცი, ეს მოხდა დაახლოებით ერთი კვირის წინ. დეტალებს არ დავაზუსტებ, მისი ამოღება პროკურატურტასთან ერთად მოხდა და ეს მასალები იმ გამოძიებას დაერთო, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს", - განაცხადა სუბარმა.