გეგუთის ციხეში ჩხუბის დროს 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა

გეგუთის ციხეში ჩხუბის დროს 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა

გეგუთის ციხეში პატიმრებს შორის ჩხუბის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცის მდგომაროება მძიმეა, - ამის სესახებ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მინისტრმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პატიმარი გეგუთის ციხიდან ამჟამად ქუთაისში, დიაგნოსტიკურ ცენტრშია გადაყვანილი. მინისტრმა ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პატიმრებს შორის დაპირსპირება და ჩხუბი სამი დღის წინ მოხდა.

"ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. დღეს კომისიამაც კი შეიძლება განიხილოს მისი საკითხი",-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ პატიმარი დაგორდა კიბეზე, თუმცა ამ ფაქტს წინ "რაღაც უძღოდა".

მისივე თქმით, არსებობს კონტაქტი, როგორც გამოძიებასთან, ისე ჯანდაცვის სამინისტროსთან.