პრეზიდენტს ვეტოდაძლეულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის ვადა დღეს ეწურება

პრეზიდენტს ვეტოდაძლეულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის ვადა დღეს ეწურება

"საერთო სასამართლოების შესახებ" ვეტოდაძლეულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის ვადა პრეზიდენტს დღეს ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტის ხელმოწერაზე კვლავ უარს იტყვის, კონსტიტუციის შესაბამისად, მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს და გამოაქვეყნებს. 

"საერთო სასამართლოების შესახებ" პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 1-ელ მაისის სესიაზე დასძლია. ამის შემდეგ პრეზიდენტს ხელი კანონპროექტზე შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მოეწერა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდს რამდენიმე უქმე დღე დაემთხვა, ხელმოწერის ბოლო ვადა 15 მაისია.