პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ. დაიჭრილია 27 ჯარისკაცი.