სტიქიამ კახეთში ხუთი სოფელი დააზარალა

სტიქიამ კახეთში ხუთი სოფელი დააზარალა

კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გურჯაანის რაიონის ხუთი სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად, სახლების პირველი სართული დაიტბორა. განადგურებულია ვენახები და ხეხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია სახლების სახურავები და სოფლის შიდა გზები. 

წვიმამ კოლაგის ხევის ადიდება გამოიწვია, რის შემდეგად ვეჯინისა და კოლაგის დამაკავშირებელი ხიდი დაინგრა. ამის გამო სატრანსპოტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.

ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დღეიდან დაითვლის.