ბიძინა ივანიშვილი კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილი კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. პრემიერის შეფასებით, კლასიკოსის შემოქმედებას დრო ვერაფერს აკლებს და "ჩვენ ამ საგანძურს უნდა გავუფრთხილდეთ".

"დღეს შესრულდა 120 წელი დიდი ქართველი მწერლის – კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან. კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ქართველი მკითხველისთვის, უფრო მეტიც, ქართველი კაცისთვის, პირველ რიგში, "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას" უკავშირდება. კლასიკოსის შემოქმედებას დრო ვერაფერს აკლებს. დღესაც, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ, გამსახურდიას ნაწარმოებებს სხვადასხვა თაობის ადამიანები კითხულობენ და ძვირფასია მათთვის. მათთვის ერთნაირად საინტერესოა "დიდოსტატი", "დავით აღმაშენებელი", "მთვარის მოტაცება"; ერთნაირად ახლობელია მეფე გიორგი, დავით აღმაშენებელი, არსაკიძე...

კონსტანტინე გამსახურდია იმითაც არის ქართველი ხალხისთვის გამორჩეული, რომ მის ოჯახში აღიზარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას იცნობს მსოფლიო ლიტერატურა.

ჩვენ ამ საგანძურს უნდა გავუფრთხილდეთ", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.