მამუკა ქაცარავა:     სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახს თბილისის მერია 150 ლარით დაეხმარება

მამუკა ქაცარავა: სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახს თბილისის მერია 150 ლარით დაეხმარება

სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახს თბილისის მერია 150 ლარით დაეხმარება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, თანხას სოციალურად დაუცველები სამ ეტაპად – მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში, 50-50 ლარის სახით მიიღებენ. ქაცარავას თქმით, თანხა აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.

"სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე დაბალია და ასეთი სულ 40 ათასი ოჯახია, 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერთან ერთად დამატებით 150 ლარს მიიღებენ. მათ თანხა ანგარიშზე ჩაერიცხებათ 3-ჯერადად - მაისში – 50 ლარი, აგვისტოსა და ოქტომბერში ასევე 50-50 ლარი", - აღნიშნა ქაცარავამ.