გამოკითხულთა 58% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად

გამოკითხულთა 58% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად "ქართული ოცნების" კანდიდატს ისურვებდა

გამოკითხულთა უმრავლესობა - 58% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად "ქართული ოცნების" კანდიდატს ისურვებდა.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 68% მასში მონაწილეობას მიიღებდა, 32% კი – არა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, იმასთან შედარებით რაც 2012 წლის ნოემბერში (72%) იყო.

ამასთან, გამოკითხვის შედეგები კითხვაზე - ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, ასე გადანაწილდა, "ქართული ოცნების" კანდიდატი 58%, არ ვიცი - 17%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 8%, უარი პასუხზე - 6%, არცერთი კანდიდატი - 4%, გიორგი თარგამაძე - 3%, შალვა ნათელაშვილი - 2%, სხვა - 1%.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 1% პრეზიდენტად მაინც მიხეილ სააკაშვილს ისურვებდა მიუხედავად იმისა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.