გამოკითხულთა 60%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია

გამოკითხულთა 60%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ქართული ოცნებაა", 10%-სთვის კი "ნაციონალური მოძრაობა"

საქართველოს მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოა", ხოლო 10%-სთვის "ნაციონალური მოძრაობა".

აღსანიშნვაია, რომ აღნიშნული მონაცემები წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც ნოემბერში ჩატარდა, თითქმის არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.