ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი - 25%-ს

ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი - 25%-ს

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი - 25%-ს.

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდა, თითქმის ყველა პიროვნების მოწონების რეიტინგმა დაიკლო.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 92% აცხადებს, რომ პატრიარქი მოსწონს, ხოლო 75%-ს კი - პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერი ნოემბერში გამოკითხულთა 80% მოსწონდა.

კვლევის თანახმად, თითქმის არ შეცვლილა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგები. უსუფაშვილი მოსახლების 66% მოსწონს, ხოლო ბაქრაძე - 48%.

რაც შეეხება პრეზიდენტის რეიტინგს, მიხელ სააკაშვილი გამოკითხულთა 25% მოსწონს.

ასევე კვლევის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბაშვილი მოსახლეობის მხოლოდ 26% მოსწონს, უშიშროების მდივანი გიგა ბოკერია კი - 8%-ს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოკითხულთა 31% მოსწონს, ხოლო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი - 59%. რაც შეეხება ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს, ის საქართველოს მოსახლეობის 36% მოსწონს, სახალხო დაცველი უჩა ნანუაშვილი კი - 18%.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.