გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას ახლა უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე გასული წლის აგვისტოში

გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას ახლა უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე გასული წლის აგვისტოში

გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას ახლა უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე გასული წლის აგვისტოში.

NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 3% პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 27% კი – კარგად.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "წინა კვლევებთან შედარებით, მცირედ გაიზარდა იმ ადამიანების ოდენობა, ვინც პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს და შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ნეგატიურად აფასებს".

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.