შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროების მფლობელები დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროების მფლობელები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო „სთარი“–ს მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო „გენაცვალე“–ს მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს.

ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „მარიხუანა“ და „ექსტაზი“.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ისინი გადაყვანილი არიან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში. მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები.
გამოძიება სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.