მიმდინარე კვირას საქართველოს მარშალის ფონდის დელეგაცია ეწვევა

მიმდინარე კვირას საქართველოს მარშალის ფონდის დელეგაცია ეწვევა

მიმდინარე კვირას საქართველოს მარშალის ფონდის დელეგაცია ეწვევა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი პირველმა მოდგილემ დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა უწყებებში.

დელეგაციის შემადგენლობაშია რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენელი დიტერ ბოდენი, რომელიც გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

დავით ზალკალიანის თქმით, დიტერ ბოდენი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაზე ბევრი აქვს ნამუშევარი.

ზალკალიანის თქმით, ბოდენის აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ის მარშალის ფონდის დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს ეწვევა.