მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის შეხვდება

მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდება.

შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება, სადაც 23 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი გაიმართება.

ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდებიან ISAF-ში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც ჯონ კერისთან, ისე ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰელგა შმიდტთან და ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში კარლ დეგუხტთან.