ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში ხვალ, 12.00 საათზე დაიწყება. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II უხელმძღვანელებს. სხდომის დღის წესრიგი უცნობია. 

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წმინდა სინოდის მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ არასდროს არის ცნობილი. სხდომის მიერ მიღებული დადგენილება სავარაუდოდ, ხვალვე გამოქვეყნდება. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

წმინდა სინოდის წინა სხდომა გასული წლის 21 დეკემბერს გაიმართა.