ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური შტაბია შექმნილი

ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური შტაბია შექმნილი

ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემის გადასაჭრელად, სპეციალური შტაბია შექმნილი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს ორგანიზებულ კონფერენციაზე ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ციხეებში ე.წ. მაყურებლები არსებობენ, თუმცა ამ პრობლემის სწრაფად გადაჭრა ვერ მოხერხდება.

"არ მინდა სირაქლემას პოზიციაში ვიყო - მაყურებლები დაწესებულებებში არსებობენ. ეს 100 წელზე მეტი ხნის ჩამოყალიბებული ცნობიერებაა და სასწრაფოდ გადაჭრას არ ექვემდებარება. უკვე შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობს, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება", - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.