„საქართველოს ბანკის“ მიერ “მეტრომანზე” ექზკლუზიური უფლების მიღებით შესაძლოა სამართალდამცველები დაინტერესდნენ

„საქართველოს ბანკის“ მიერ “მეტრომანზე” ექზკლუზიური უფლების მიღებით შესაძლოა სამართალდამცველები დაინტერესდნენ

თბილისის მერიის მიერ „საქართველოს ბანკისთვის “მეტრომანით” სარგებლობის ექსკლუზიური უფლება შესაძლოა, სამართალდამცველების შესწავლის საგანი გახდეს. კომპანია "ნოვო ტექნოლოჯის" დირექტორი რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობენ, რაიმე მერიის მიერ ამ კუთხით გამოცხადებულ სახის კონკურსზე ინფორმირებული არ ყოფილან.

ჯუმბერ თაყნიაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკს ,,მეტრომანის’’ მომსახურების ექსკლუზიური უფლება უკანონოდ აქვს მინიჭებული და მისი ხელშეწყობისთვის თბილისის მერია პასუხს აგებს. თაყნიაშვილის თქმით, საქმის გამოძიებას სამართალდამცავებს მიანდობენ.

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ერთადერთია ოფიციალურ პირთაგან, რომელიც ღიად საუბრობს, როგორ მოხდა რომ საქართველოს ბანკი თბილისის მერიის სატრანსპორტო ქსელის ერთადერთი მომსახურე სტრუქტურაა. თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, 2006 წლის გაზაფხულზე ჩატარდა კონკურსი და ამ კონკურსში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბანკს 10 მილიონიანი ინვესტიცია აქვს თბილისში ტრანსპორტის კუთხით განხორციელებული. ის აპარატები, რომლებიც თბილისის ავტობუსებსა და მეტროპოლიტენში დგას, საქართველოს ბანკის ინვესტიციით არის შეძენილი. ამასთან, შოშიაშვილი სხვა მეწარმეებს რესურსის არსებობის შემთხვევაში მერიის ან საკრებულოსთვის მიმართვას სთავაზობს.