ქუთაისში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა . ჭავჭავაძის გამზირზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომანქანამ ბოძი მოგლიჯა.

დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი მამაკაცი, ასვე მძიმედ დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც სამაშველო სამსახურმა ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე საპატრულო პოლიცია მოკვლევას აწარმოებს