PACE-ში საქართველოს და რუსეთის დელეგაციების სრული შემადგენლობით შეხვედრა არ იგეგმება

PACE-ში საქართველოს და რუსეთის დელეგაციების სრული შემადგენლობით შეხვედრა არ იგეგმება

PACE-ში საქართველოს და რუსეთის დელეგაციების სრული შემადგენლობით შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ "პირWელს" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში რუსული და ქართული დელეგაციების სრული შემადგენლობებით შეხვედრა იგეგმება.

რაც შეეხება იმას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართება თუ არა საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელების – თედო ჯაფარიძისა და ალექსეი პუშკოვის მორიგი, არაფორმალური შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 22-26 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. პლენარული სესიის ფარგლებში 23 აპრილს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა.