მარიხუანას საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

მარიხუანას საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

20 აპრილს, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე მარიხუანას საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მოედანზე სიმბოლურად დიდი ზომის ბოთლი დადგეს.

"დღეს არის მარიხუანას დღე, 700 ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს ჩვენც გადავწყვიტეთ აღგვენიშნა, რაღაც აკლდა ამ მოედანს და დავდგით ეს. სიმბოლურად აღვნიშნეთ ხუთის ოც წუთზე" –განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიგეგმა და მის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული უნდა იყოს. თავად ამ დღის აღნიშვნა 1971 წლიდან დაიწყეს. ისტორიის თანახმად, კალიფორნიის ერთ–ერთ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები სასწავლო დღის დასრულების შემდეგ, 4:20 საათზე, მარიხუანას მოსაწევად ლუი პასტერის ქანდაკებასთან იკრიბებოდნენ.

"დროთა განმავლობაში 4:20 საათიდან თარიღად ტრანსფორმირდა და 20 აპრილი კონტრკულტურულ დღესასწაულად იქცა. ამ დღეს მთელ მსოფლიოში მარიხუანასადმი კეთილგანწყობილი ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რათა გაატარონ დრო, ერთად მოწიონ, მარიხუანასთან დაკავშირებით მათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა განიხილონ და მხარი დაუჭირონ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას/ლეგალიზაციას"– ნათქვამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შექმნილ ერთ–ერთ გვერდზე "მოვითხოვთ მარიხუანას ლეგალიზაციას"