როდის გაიმართება სასამართლოში გეგი ქელბაქიანის საქმის მორიგი მოსმენა, უცნობია

როდის გაიმართება სასამართლოში გეგი ქელბაქიანის საქმის მორიგი მოსმენა, უცნობია

„თბილისის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელის და კომპანია „ენ სი სის“ დამფუძნებლის გეგი ქელბაქიანის საქმეში მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ქელბაქიანის ადვოკატმა რადიო “კომერსანტს” განუცხადა, საქმეში რაიმე სიახლე არ არის და ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ირაკლი ჟორჟოლიანის თქმით, ამის შემდეგ დაცვის მოწმეები დაიკითხებიან. თუმცა, როდის გაიმართება სასამართლოში საქმის მორიგი მოსმენა, უცნობია. გეგი ქელბაქიანის დაკავება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით მოხდა. საქმე რიყის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებს უკავშირდება. სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 150 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.