თეა თუთბერიძე:

თეა თუთბერიძე: "ერთადერთი ვისი მხრიდანაც ეს ყველაფერი მიტყდება გიგა ბოკერიაა"

უფლებადამცველი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ ბოკერიამ "კუდ"-ის ყოფილ მაღალჩინოსან დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებას ბოდვა უწოდა. თუთბერიძე წერს რომ ყველაზე მეტად ახალაიას მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ბოკერიასგან "გაუტყდა".

"პოლიტიკო" უცვლელად გთავაზობთ, თეა თეუთბერიძის მიერ, "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

"სამწუხაროდ, ერთადერთი ვისი მხრიდანაც ეს ყველაფერი მიტყდება გიგა ბოკერიაა, მაგრამ მომიწევს ვთქვა, როცა ეს ადამაიენები ვინმეს მარგინალიზებას გადაწყვეტდნენხოლმე, კარგად გამოსდიოდათ . . . მაგრამ ეხლა ვვეჭვობ ეს აღარ გამოუვათ. ყველამ უნდა გაიგოს რეალურად ვინ რა აკეთა ამ ქვეყნისთვის, ვინ ვერ გაუძლო ზეწოლას და უფრო მეტიც, ვინ გაურიგდა ბიძინა ივანიშვილს და ვინ დაგვასვა რეალურად ქოცები თავზე!!!", - წერს თუთბერიძე