ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტს იწყებს

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტს იწყებს

დღეს, 21 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტს იწყებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, 23 აპრილს, სიტყვით გამოვა.

ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22-26 აპრილს გაიმართება.