ბინათმოსარგებლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უკან დაიხია. თბილისის მერიის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. “ატსტუპნიკებს” 2012 წლის იანვრის დადგომისთანავე ბინიდან აღარ გამოაძევებენ. მართალია, კანონპროექტი ერთობ ბუნდოვანია, მაგრამ ერთი რამ მაინც იკითხება - საერთოდ უქმდება დავის გადაჭრის ვადა და ბინათმოსარგებლეს შესაძლებლობა ეძლევა იცხოვროს სახლში, ვიდრე ფართის საკუთრების საკითხი რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაწყდება. ეს ნიშნავს, რომ “ატსტუპნიკებთან” დაკავშირებული ძველი კანონის ძალას კარგავს.
საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმად წლების განმავლობაში არსებული ბინათმესაკუთრეებისა და ბინითმოსარგებლეების - ატსტუპნიკების უფლებები თანაბრად იქნება დაცული. აღნიშნული სიახლით გაუქმდება ის შეზღუდვა, რომელიც მხარეებს საკითხის გადაჭრის ბოლო ვადად 2012 წლის 1-ელ იანვარს უწესებდა. მხარეთა უფლებებს “თბილისელების ადვოკატის” კვალიფიციური იურისტები ქალაქის ყველა უბანში უფასოდ დაიცავენ. ასევე მხარეები სასამართლოში გათავისულებულნი იქნებიან ბაჟის გადასახდისგან.
როგორც ცნობილია წლების განმავლობაში, საბჭოთა წყობის დროს, შეზღუდული იყო კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვის უფლება და შესაბამისად მესაკუთრესა და მოსარგებლეს (ატსტუპნიკს) შორის ხშირად ფორმდებოდა ე.წ. “შინაურული ხელშეკრულებები”. აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებები არ შეესაბამებოდა მოქმედ სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად საკუთრების გასხვისება კანონით დადგენილი წესით არ ფორმდებოდა, რის შედეგადაც მოხდა ის, რომ ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, რომლების სამართლებრივად მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. ეს კი ბევრი თბილისელის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
აღნიშნული ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი: “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რომლის საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია დაიბრუნოს თავისი საკუთრება თუ ის მოსარგებლეს (ატსტუპნიკს) ნასყიდობის გარიგების შემთხვევაში გადაუხდის 90%-ს და ბინითსარგებლობის შემთხვევაში კი 75%-ს.
თუ მესაკუთრე არ იხდის აღნიშნულ თანხას, “ატსტუპნიკს” უფლება აქვს მესაკუთრეს გადაუხადოს 10% პირველ შემთხვევაში და 25% მეორე შემთხვევაში და ამით ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვოს. ამ კანონის დახმარებით ბინათმესაკუთრეთა და ბინათმოსარგებლეთა დიდმა ნაწილმა გადაჭრა სადავო საკითხი და მორიგდა, ნაწილმა კი მიმართა სასამართლოს.
კანონის მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2010 წლის 1-ელ იანვრამდე. შემდეგ პარლამენტის მიერ, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ვადა გაგრძელდა და გადაიწია 2012 წლის 1-ელ იანვრამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პრობლემა თბილისელებისთვის დღემდე აქტუალურია, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება მესაკუთრის მოძებნა (მათი უმრავლესობა სხვა მისამართზე ცხოვრობს, გარდაცვლილია ან საქართველოში არ იმყოფება), თბილისის მერიის ინიციატივით, მომზადდა კანონპროექტი და ის საქართველოს პარლამენტს წარედგინება განსახილველად.
გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით, საერთოდ გაუქმდება დავის გადაჭრის ვადა და მოსარგებლეს (ე.წ. ატსტუპნიკს) შესაძლებლობა მიეცემა, იცხოვროს სახლში, ვიდრე ფართის საკუთრების საკითხი რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაწყდება. უგულავას განცხადებით, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის ფაქტობრივი მისამართი ვერ დადგინდება, დაინტერესებულ მხარეს უფლება მიეცემა, მიმართოს სასამართლოს, რომელიც საჯაროდ გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას; სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა და განხორციელდეს ბინის საკუთრებაში რეგისტრაცია.
“მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს, მოახდენს მის მიერ გადსახდელი თანხის დეპონირებას და შეძლებს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაარეგისტრიროს აღნიშნული ფართი. მეორე მხარე კი სრულად მიიღებს დეპონირებულ თანხას”, - აცხადებს თბილისის მერი. ამასთან, თბილისის მერია შესაძლებლობას აძლევს, როგორც ბინათმესაკუთრეებს, ისე ბინათმოსარგებლეებს, ისარგებლონ “თბილისელების ადვოკატის” უფასო იურიდიული კონსულტაციით, სწორედ შეადგინონ სარჩელი და დავის გადასაჭრელად სასამართლოს მიმართონ.
მხარეები სასამართლოში გათავისულებულნი იქნებიან ბაჟის გადასახდისგან.
სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა და განხორციელდეს ბინის საკუთრებაში რეგისტრაცია. მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს, მოახდენს მის მიერ გადსახდელი თანხის დეპონირებას და შეძლებს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაარეგისტრიროს აღნიშნული ფართი. მეორე მხარე კი სრულად მიიღებს დეპონირებულ თანხას.
1114
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85