"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე სახელისუფლებო ჟურნალისტებისგან დადგმული ვითარება სათავისოდ შემოატრიალა. ამიტომ მან საზოგადოებას დადებითი განწყობა შეუქმნა. მისგან იგრძნობოდა ძლიერი ენერგეტიკა, აღქმა იმისა, რომ ის უკანდამხევი ადამიანი არ არის, თავისი შეხედულების შეულამაზებლად თქმას არ ერიდება. რუსეთზეც პირდაპირ ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა აუცილებელია. სახელისუფლებო ჟურნალისტების ქცევა კი მართლაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს", - აცხადებს ექსპერტი ექსპერტ მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე - "არ არის გამორიცხული, რამდენიმე წელიწადში თავად რუსეთი ვიხილოთ ნატოში" / დადგენილია, რომ 1989 წელს ლებედი საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა უკვე მიტინგი დარბეული იყო. ეს ყველაფერი არის ისტორიულად დაზუსტებული და შეუძლებელია გაყალბება!"
"ჩემთვის ისიც ცნობილია, ვინ როგორ და რატომ იქცეოდა ამგვარად. ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გვარ-სახელებს არ ვიტყვი. თუმცა ვიცი ერთ-ერთი ჟურნალისტის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც მისი სუსტი წერტილი აღმოჩნდა. მას მოსთხოვეს განსაკუთრებულად აგრესიული ყოფილიყო და ამით გამოირჩეოდა კიდეც პრესკონფერენციაზე, საწყალი კინაღამ პიჯაკიდან ამოხტა. მეორე ჟურნალისტი სხვა რამის გამო იყო მოტივირებული. სამთავრობო არხების წარმომადგენელთა ქცევის მიხედვით ადვილი მისახვედრი იყო, ვის რა ჰქონდა დავალებული. მოკლედ, ამ ჟურნალისტებმა თავი საქვეყნოდ მოიჭრეს, მიღწევით კი ვერაფერს მიაღწიეს. თუმცა, ისიც ფაქტია, პრესკონფერენციაც რომ არ იყო კარგად ორგანიზებული. იმედია, შემდგომში ამ შეცდომას გამოასწორებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არტეშიძე..
"ნატოსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილის პასუხი შედარებით ბუნდოვანი იყო, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები, რადგან ამ საკითხის ზედმეტმა დაზუსტებამ ფუჭი მოლოდინი გაუჩინა საზოგადოებას, ისევე როგორც დაპირებამ, რომ ახალ წელს ან 1-ელ მაისს შევიდოდით ცხინვალში. არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ვითარება ისე მიდის, არ არის გამორიცხული, რამდენიმე წელიწადში ან თავად რუსეთი ვიხილოთ ნატოში, ან ნატო აღარ იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის, რადგან რაც უფრო გაძლიერდება ჩინეთის გავლენა ევრაზიულ სივრცეში, მით მეტად გაიზრდება რუსეთის სწრაფვა ნატოსკენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობა დღეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეწინააღმდეგება. ამ დროს დასავლეთი დაინტერესებულია, რუსეთი ყველა იმ ორგანიზაციაში გააწევროს, სადაც თვითონ არის დომინანტი, ნატო იქნება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თუ სხვა", - განმარტავს ექსპერტი.
"აქვე დავაზუსტებ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრება სურს დასავლეთს, აშშ-სა და პუტინს, რუსი ეკონომისტები კი ამას ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ ამით რუსეთი იმ უზარმაზარ მდგომარეობასა და ბერკეტებს დაკარგავს, რომელიც აქვს. პუტინმა დემოკრატიული რეფორმა გაატაროს, ძნელი წარმოსადგენია, ის სხვა ყაიდის კაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ ქვეყანა თავზე ენგრევა, კორუფცია დღითი დღე იზრდება. ნებისმიერი საბიუჯეტო სახსარი, რომელიც ამა თუ იმ დარგისთვის არის გამოყოფილი, უკვე მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს და იმასაც კორუფცია შთანთქავს. ამიტომ, ალბათ, რაღაცას გააკეთებენ ამის აღსაკვეთად. ცხადია, ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა აუცილებელიაო, პუტინის ლანძღვას ვერ დაიწყებს. ეს ძალზე არადიპლომატიურად შეფასდება. რასაკვირველია, რუსეთი ოკუპანტია და უამრავი ცუდი გაგვიკეთა, მაგრამ თუ გინდა ურთიერთობის ახალი ფორმატის შექმნა, ლანძღვა-გინებას დროებით მაინც თავი უნდა დაანებო"- დასძენს ექსპერტი.
"და კიდევ, გაუთავებელი ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაზე და დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს პირსისხლიან ლებედს აფინანსებდა, უკვე ზღვარს გადასცდა. თქვა ამ კაცმა, რომ არა ლებედს, არამედ ელცინს აფინანსებდა ზიუგანოვის კომუნისტების საპირწონედ. არ შეუშვეს ყურში ეს ჟურნალისტებმა და კვლავაც გაიძახიან, ლებედი მონაწილეობდა 9 აპრილის აქციაშიო. დადგენილია, რომ 1989 წელს ლებედი საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა უკვე მიტინგი დარბეული იყო. ეს ყველაფერი არის ისტორიულად დაზუსტებული და შეუძლებელია გაყალბება! იმას რატომ აღარ იხსენებენ სახელისუფლებო ჟურნალისტები, რომ 1999 წელს ბენდუქიძემ თავისი "პრამიშლენი საიუზით" პუტინს დაუჭირა მხარი? რატომ მასთან არა აქვთ კითხვები?", - აცხადებს რესპოდენტი და შეკითხვას - "თქვენი აზრით, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც რუსეთი ატარებს კავკასიაში, როგორი უნდა იყოს ივანიშვილის ან ნებისმიერი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება?" - პასუხობს:
"ცნობილმა მეცნიერმა არნოლდ ჩიქობავამ თავის დროზე ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მთელი კავკასიის ახალგაზრდობა, ვისაც განათლების მიღება სურდა, საქართველოში მოეზიდა. წლების განმავლობაში ისინი საქართველოში სწავლობდნენ, ცხოვრობდნენ და ა.შ., რამაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული ფუნქცია შესძინა. მომავალშიც ასე წარმომიდგენია, რომ კავკასიელი ხალხები საქართველოს გარშემო უნდა იყვნენ შეკრებილი, ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს კავკასიის ჰუმანიტარული და ეკონომიკური ცენტრი. კავკასიელი ხალხების გენეტიკურ მეხსიერებაში ისედაც არსებობს საქართველოს პრიორიტეტი - თბილისი მათთვის სხვა ქალაქებთან შედარებით ყოველთვის გამორჩეული იყო. ეს შეგნება უნდა ავაღორძინოთ, გავაღვიძოთ და დავაბრუნოთ. ვფიქრობ, ეს დასავლეთის ინტერესებსაც უპასუხებს".
746
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85