„თავისუფალი დემოკრატები“ გიგი უგულავას გახარჯულ თანხებს უთვლიან

„თავისუფალი დემოკრატები“ გიგი უგულავას გახარჯულ თანხებს უთვლიან

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებულ სამუშაობზე ისაუბრეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებული დასკვნა წარმოადგინა, რომელიც ეფუძნებოდა „ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2008-2009 წლებში საქალაქო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმება-ანალიზის შედეგებს“.

 

–„წარმოდგენილი მასალის ანალიზი გვარწმუნებს, რომ მერიის კეთლიმოწყობის სამსახურის მუშაობაში იკვეთება სერიოზული ნაკლოვანებები და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევები. ასე, მაგალითად: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნათა საფუძველძე მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები უმეტეს შემთხვევაში ფიქტიურია. ანალიზისათვის წარმოდგენილი ყველა ტენდერის მასალების შეფასებაში სარევიზიო კომისიის დასკვნები იდენტურია. კერძოდ, აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება, თუ რამდენი პრედენდენტი  მონაწილეობდა ტენდერში და ჰყავდა თუ არა გამარჯვებულ კომპანიას კონკურენტი“, – განაცხადა აბაშიძემ.  

 

ბრიფინგზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“  ის 10 კომპანია წარმოადგინეს, რომლებმაც კონკურენტის გარეშე „გაიმარჯვეს ტენდერებში“ და „მოიპოვეს“ შემდეგი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები:

 

1)     შპსგამა პლიუსი” -  59812 ლარი;

2)     შპსბლექ სი გრუპი” -  1451613ლარი და 106 7560 ლარი, სულ – 2.519 მლნ. ლარი

3)     სსთბილისი” – 140 7805 ლარი;

4)     შპსჯეთფაჩერ-ჯორჯია” – 792 000ლარი;

5)     შპსგერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება” – 915 895 ლარი;

6)     შპსკოლხი” – 876 291 ლარი

7)     შპსლაბორატორია” 790 290 ლარი და 349.766 ლარი, სულ - 1.14 მლნ.ლარი;

8)     შპსთბილგანათება” – 1.295 509 ლარი;

9)     შპსმამული” – 279 995 ლარი;

10)შპსსანიაღვრე მეურნეობა” – 866 917 ლარი, 199 915 ლარი, 1099984 ლარი, და 7760 ლარი, სულ – 2.175 მლნ. ლარი.

     

„შემოწმების მასალებიდან დგინდება, რომ თითქმის 12 მლნ. ლარი ამ კომპანიებზე განაწილებულია უკონკურენტო „ტენდერების“ გზით. ასეთი „ტენდერები“, როგორც წესი, რბილად რომ ვთქვათ, გარიგებების შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია დასკვნაში.

 

სარევიზიო კომისიის მასალებში მოყვანილია კურიოზული ფაქტებიც: მაგალითად, შპს „ლაბორატორიამ“, უკონკურენტოდ გაიმარჯვა ორ ტენდერში, საერთო თანხით – 1. 14 მლნ. ლარი. მას ევალებოდა საავტომობილო გზების ელემენტი არსებული მდგომარეობის აღწერა. ორივე ტენდერის შედეგებზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით სარევიზიო კომისისას გაკეთებული აქვს იდენტური დასკვნები.

კერძოდ: რიგ და ხშირ შემთხვევებში სამუშაოები შესრულებულია არასათანადოდ და უხარისხოდ. რაც მთავარია, ამის შემდეგ, კომისია ასკვნის, რომ „არ არის შემდგომში აღმოფხვრილი სამუშაოები შემსრულებელი იურიდიული პირების მიერ“ და საკითხავია, რისთვის გადაიხადა ქალაქის მერიამ 1,14მლნ.ლარი?

 

შპს “თბილქალაქგანათების შემოწმების მასალებიდანაც ჩანს, რომ ერთ შემთხვევაში, ერთი კუბური მეტრი ბეტონი შეფასებულია 36 ლარად, მეორე შემთხვევაში კი - 136 ლარად, ერთ შემთხვევაში ანძის შეღებვა და დანომვრა შეფასებულია - 9.9 ლარად, მეორეგან – 24 ლარად(?!).

 

ყველაზე დიდი კურიოზი კი ის არის, რომ შემოწმების მასალებში მოცემულ ამგვარ ფაქტებზე მერიის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მასალა ვერ მოვიპოვეთ.

მივმართავთ, ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, შეისწავლოს საკრებულოს სარევიზიო კომისიის მასალები და მიიღოს სათანადო ზომები.

 

„ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები“, კი მომავალშიც გავაგრძელებთ ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლს და გამოვლენილ ნაკლოვანებებს სისტემატიურად გავაცნობთ საზოგადოებას.