ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა.
მინისტრმა სტუ-ის მე-8 კორპუსში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერა და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მუშაობას გაეცნო.
მინისტრთან შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომლობა ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაღრმავდება.
სტუდენტები უკვე საქმდებიან სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში.
კალაძემ აღნიშნა, რომ სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 15 წარჩინებული სტუდენტი მისი ფონდიდან დაფინანსდება.