კომპანია „თელასის“ პრობლემებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა.
კომისიამ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის შესახებ იმსჯელა. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
პირველ ეტაპზე კომისია „თელასიდან“ ივნისში გაშვებული 107 ადამიანის შესახებ იმსჯელებს, ხოლო მომავალი კვირიდან მსჯელობა სექტემბერში დათხოვილი 73 თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შესახებ დაიწყება.
კომისია მუშაობას სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში დაასრულებს.
კომისიის მორიგი სხდომა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 29 ნოემბერს გაიმართება.
„თელასის“პრობლემებზე მომუშავე კომისია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინიციატივით, გასულ კვირას შეიქმნა.