პარლამენტი ცენტალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანანმდებობაზე კანდიდატს უახლოეს სეისაზე დაამტკიცებს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ცესკოს-ს წევრობის ორი კანდიდატი - მაია ზარიძე და ლაშა მელაძე წარუდგინა. აღნიშნული კანდიდატებიდან კი, საკანონმდებლო ორგანო ერთ-ერთს შეარჩევს.
რაც შეეხება წარდგენილი კანდიდატურების ბიოგრაფიას, მაია ზარიძე არის Bridge სრულად აკრედიტებული ფასილიტატორი. ხოლო, ლაშა მელაძე 209-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამების და ცესკოს პროექტების ფასილიტატორი.
პარლამენტის პლენარული სხდომა 5 დეკემბერს გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, ცესკოს წევრის დამტკიცებაც მოხდება.