კოალიცია „ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის აქტივისტი, ზვიად ხვედელიძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს.
ის გურჯაანის სასამართლომ 2012 წლის 12 იანვარს, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ხვედელიძე საქართველოში 10 თვის განმავლობაში არ იმყოფებოდა. მისი მეუღლის თამუნა წიკლაურის ინფორმაციით, ხვედელიძეს წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდნენ და ჯაშუშობაზე უარის თქმის გამო, მის საქმეზე სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.
„ეუბნებოდნენ, შენ იქნები ალასანიას გუნდში, ითანამშრომლებ მათთან, მაგრამ პარალელურად ჩვენთანაც უნდა ითანამშრომლოო. ინფორმაცია უნდა გამოეტანა. თუ ამას არ გააკეთებდა, გაუშვებდნენ ციხეში. ამის გაგრძელება ზვიადს არ შეძლო და რა უნდა გაგვეკეთებინა? სასამართლოში მოვიგებდით? ზეწოლა იყო იმ ქალბატონზეც, შეშინებული იყო ისე, როგორც ჩვენ. ალბათ, ის ქალბატონიც გათავისუფლდებოდა და სიმართლეს იტყვის, რა იყო და როგორ იყო" - განაცხადა წიკლაურმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ხვედელიძე თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.