ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგიულებილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეების შერჩევა დასრულდა.
მინისტრს დავით დარახველიძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს.
მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას უხელმძღვანელებს. მოადგილე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართულებით კი, მერაბ მენაბდე იქნება.
დარახველიძეს სულ ოთხი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნენ.