პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერება პრინციპების დონეზე მოხდება.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატები კანონპროექტთან დაკავშირებით, მთავრობის პოზიციას მოისმენენ, რომელიც იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან იქნება შეჯერებული.
მისი თქმით, კონსულტაციების დროს სამინისტროებს საინტერესო მოსაზრებები ჰქონდათ, რომლებიც საყუდარღებო და გასათვალისწინებელია.
„ძალიან მინდა, რომ ჩვენ კონსენსუსის გზით ვიაროთ და სწორედ ამ გზით მივიღოთ ამნისტია, რომელიც იქნება შეთანხმებული ჰუმანური აქტი. ეს ერთის მხრივ, პატიმრებისთვის თავისუფლების მოპოვების გზა არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესები დაცული უნდა იყოს“, - დასძინა კანონმდებელმა.