შსს-ს პრესსამსახურის  უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა

შსს-ს პრესსამსახურის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი უხელმძღვანელებს.

ნინო  გიორგობიანის განცხადებით, ის  ახალ სამსახურში მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. "როგორც კი ოფიციალურად შევუდგები მუშაობას, სამინისტროს ვებგვერდზე განცხადება გაკეთდება", - განაცხადა გიორგობიანმა.

 შეგახსენებთ,  ნინო გიორგობიანი "აირზენას" პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მან სალომე მახარაძე შეცვალა, რომელმაც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა სამინისტროში ბაჩო ახალაიას მისვლის შემდეგ დაიკავა.