უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების, ან ტელევიზიის მეცხრე არხისთვის შეერთების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 როგორც from.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ტელევიზიაში შესულია საფაინანსო სამსახური, რაც ბუნებრივი პროცესია.

 „ტელევიზია ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება და პირველი არხი მოგვწონს თუ არა,  შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება გაუქმებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მსმენია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ამის წინააღმდეგი ვიქნები“, - განაცხადა საგანელიძემ.