ნოდარ ხადური: საზოგადოებრივ მაუწყებელს 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება აქვს

ნოდარ ხადური: საზოგადოებრივ მაუწყებელს 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება აქვს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით,  საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გეგმიური შემოწმების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით, ჩაბარდა.

ამის შესახებ, ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, 2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება დააგროვა. 

„მინდა,  მოგახსენოთ,  სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გეგმიური შემოწმების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით, ჩაბარდა. გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე და არა დღეს, როგორც ეს გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, პირადად მას ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის ხელმოწერილი ბრძანება. ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ შესამოწმებელი ობიექტები საქართველოში სპეციალური ელექტრონული პროგრამის საფუძველზე შეირჩევა, რისკ ფაქტორებზე დაყრდნობით. დარგობრივი შემოწმების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე შპს „ქეი 1“ მარალი რისკ-ფაქტორის ჯგუფში მოხვდა. აღნიშნულ ჯგუფში სხვა გადამხდელებიც მოხვდნენ, რომელთა შემოწმებას უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა ხადურმა. 

მისივე თქმით,  1 ოქტომბრამდე საქართველოში საგადასახადო კოდექსი ყველასათვის არ მოქმედებდა და ეს ჭანტურიამ თავადაც განაცხადა.

„2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება დააგროვა, რაც კანონდარღვევაა და რაც საფუძველს გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება - შევამოწმოთ რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი დავალიანების დაგროვება“, - განაცხადა  ხადურმა.