გაბაშვილი: მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეცხრე არხისთვის შეერთებას გეგმავს

გაბაშვილი: მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეცხრე არხისთვის შეერთებას გეგმავს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებას ან ტელევიზიის მეცხრე არხისთვის შეერთებას აპირებს.

 როგორც from-ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, უმრავლესობის წევრმა,  ირაკლი ტრიპოლსკიმ ლევან გახელაძეს უთხრა, რომ თქვენი ტელევიზია მეცხრე არხს უნდა  შეურთდესო.

 „ტრიპოლსკის ეს განცხადება გახელაძეს გაუკვირდა და უთხრა, რომ მისთვის მსგავსი გამაოგნებელი წინადადება მიუღებელი იყო, რაზეც ტრიპოლსკიმ უთხრა, რომ პასუხის გაცემამდე,  რამდენიმე დღე მოეცადა. დღეს, კი ტელევიზიაში საფინანსო პოლიცია  შეუშვეს“, - დასძინა გაბაშვილმა.  

 დეპუტატმა განცხადება ბაჩო ახალიასა და გიორგი კალანდაძის დაკავებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ   გენშტაბის უფროსი დანიშნოს, თუმცა, ამ პოსტს, „ვერ დაითრევენ“.