ნიუ-იორკში ახალ ქარიშხალს ელოდებიან

ნიუ-იორკში ახალ ქარიშხალს ელოდებიან

ნიუ-იორკს ქარიშხალი არ ტოვებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს მეგაპოლისის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განცხადება გააკეთა ახალი ქარიშხლის შესახებ, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაადგილდება. მერის განცხადებით, უნდა მოხდეს ქალაქის ყველა პლიაჟის, პარკის დაკეტვა, აგრეთვე ქალაქის გარკვეული რაიონების მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია.

„ქალაქის პარკები და პლიაჟები დაიკეტება ოთხშაბათი შუადღიდან ერთი დღე-ღამით. ეს მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კეთდება. ძლიერმა ქარმა შესაძლებელია ხეები წააქციოს, აგრეთვე საშიშია აღელვებული ზღვაც. ჩვენ არ გვსურს მაშველები გავუშვათ მათ ამოსაყვანად, ვინც საკუთარი სისულელით აღმოჩნდება იქ“,-განაცხადა ბლუმბერგმა.

ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ახალი ქარიშხალი ისეთივე ძლიერი და დამანგრეველი არ იქნება, როგორც ქარიშხალი „სენდი“. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სახლებში ჯერაც არ დაბრუნებულა, რადგან დასაბრუნებული არსად აქვთ, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატების მოსახლეობას კი ჯერ წინა ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაცია არ დაუსრულებია.