სირიის ოპოზიცია მთავრობას აყალიბებს

სირიის ოპოზიცია მთავრობას აყალიბებს

სირიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემადგენლობაში 13 ახალი ოპოზიციური დაჯგუფება მიიღოს. ელოდებიან,რ ომ დოხაში მიმდინარე ფორუმზე „სირიის უმაღლესი ორგანოს“ ჩამოყალიბება მოხდება.

ორგანოს კი სირიელი ხალხის „კანონიერ წარმომადგენლად“  გამოაცხადებენ.

დოხაში შეკრებილი სირიელი ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობის შექმნა ქვეყნის საზღვრებს გარეთ არ უნდა მოხდეს. „გარდამავალი ხელისუფლება არ შეიძლება დევნილობაში ჩამოყალიბდეს. მან ქვეყანაში უნდა იმოქმედოს, რათა იცოდეს რა სჭირდება ხალხს. მისი ფორმირება ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს და დაცული უნდა იქნეს სირიის ხელისუფლების ძალების თავდასხმისგან“, აცხადებს ოპოზციიის ერთ-ერთი ლიდერი აბდულბასეტ სეიდი.

„სირიის მეგობარი“ ქვეყნები მზად არის ახლადშექმნილი ორგანო ბაშარ ასადის რეჟიმის ალტერნატივად სცნოს.