მერიამ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობას განსახილველად დადგენილების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა

მერიამ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობას განსახილველად დადგენილების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობას განსახილველად მთავრობის დადგენილების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა.

აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვადასხვა ტიპის სოციალური პროგრამების გაუქმების შედეგად წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

თბილისის მერია იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს წარდგენილ პროექტებს და მხარს დაუჭერს სოციალური პროგრამების აღდგენას.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.

31 ოქტომბერს კი, საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება ისევ გააუქმა.